ევროპაში გარდაცვალების 13% ეკოლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება

ეკოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება, ხმაური, შხამ-ქიმიკატები, წყლის ხარისხი – ევროპაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების 13%-ს უკავშირდება.- – ნათქვამია ევროკავშირის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2012 წელს ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და დიდ ბრიტანეთში 630 ათასი ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება გარემოს დაბინძურების ფაქტორებს უკავშირდება.

„გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის ძლიერი კავშირია. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვით არა მარტო ეკოსისტემებს, ასევე ჩვენს სიცოცხლეს გადავარჩენთ“ – განაცხდა ევროკავშირის კომისარმა გარემოს დაცვის საკითხებში ვირჯინიუს სინკევიჩუსმა.

ეკოლოგიური ფაქტორებით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის განსხვავებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. ეკოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ნორვეგიასა და ისლანდიაში 9%-ზე დაბალია. ალბანეთში ეს რიცხვი 23%-ია, ბოსნია-ჰერცეგოვინაში კი 27%.

ყველაზე დიდი რისკი ევროპაში ჰაერის დაბინძურებაა, რომელიც ყოველწლიურად 400 ათასი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული უნდა იყოს “მწვანე და ლურჯი სივრცეები”. “ეს სივრცეები აცხრობენ ქალაქებს სიცხეების დროს, ამცირებენ წყალდიდობას, ხმაურის დაბინძურებასა და ხელს უწყობენ ურბანული ბიომრავალფეროვნების განვითარებას” – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: bbc.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin