“ევროკავშირი სვანეთში” – ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტი წარადგინა

მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა. ღონისძიებაზე წარადგეინეს დონორები, ENPARD ის განმახორციელებელი პარტნიორები, პროექტი GRETA, LEADER განმახორციელებლები, ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერიახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები. მოგვიანებით დელეგაციამ მოინახულა სვანეთის მუზეუმი, რომ უკეთ გაცნობოდა ადგილობრივკულტურას და ტრადიციებს. ხოლო, დღის ბოლოს საჯარო ღონისძიების ოფიციალური გახსნისცერემონია წარიმართა. საჯარო ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა აქტივობებში და გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin