“დღეს კვირაა და არამგონია ამ საკითხზე რამე განცხადება გაკეთდეს”- მთავრობა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

“დღეს კვირაა და არამგონია ამ საკითხზე რამე განცხადება გაკეთდეს”- ასე გვიპასუხეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქუთაისში ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. 

კითხვების მეილზე გაგზავნა გვირჩიეს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროშიც. პრესსამსახურის წარმომადგენელი განმეორებით ჩვენ ზარებს აღარ პასუხობს. 

ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ პერმანენტული აქციები 126-ე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები მშენებელი კომპანიის “ენკას” მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

“ეს მხოლოდ რიონის ხეობის პრობლემა არ არის -უნდა იცოდეს ხელისუფლებამ რომ ჩვენ ამ ბრძოლას სულისკვეთებით და მშვიდობით ვიგებთ… არანაირ კომპრომისზე საუბარი არ არის, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ნება ეს არის ჩვენი მოთხოვნა” – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს მასშტაბურ აქციას ორ კვირაში კვლავ გამართავენ. 


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin