დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები დაესწრნენ. ასევე, გაიმართა მიღება, რომელსაც ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრები ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.