დასავლეთ საქართველოში ფართობების თერმული ნისლით დამუშავება მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება მიმდინარეობს. 26 ივნისს თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა იმერეთის რეგიონის 6, გურიის ორი და სამეგრელოს 4 სოფელი. ღონისძიების დაწყების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება, რათა არ მოხდეს ფუტკრის დაზიანება და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები საღამოს 21:30 საათიდან ხორციელდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin