დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას მონიტორინგის სისტემები მონტაჟდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის სოფლებში ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დამჭერ ფერომონები მონტაჟდება – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 3 ათასამდე ფერომონის დამონტაჟება იგეგმება. მათივე განმარტებით, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება. 

ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin