ქალაქ ხაშურსა და სურამში გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა დატბორა გზები და ინფრასტრუქტურა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ წყალმა სახლებშიც შეაღწია, თუმცა ამ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში არ გვიდასტურებენ.


“ხაშურში რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა, თუმცა წყალი უკვე ამოტუმბულია. სახლების შიდა ინფრასტუქტურა არ დაზიანებულა” – გვეუბნებიან შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში.
“მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. იტუმბება წყალი, იწმინდება ქუჩებში არსებული ჭები და სტიქიის შედეგად ჩახერგილი სანიაღვრეები” – ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.
მედიაში წერენ, რომ მდინარე სურამულამ სათბურებიც დატბორა, ნაწილი კი წაიღო. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში არკვევენ.