გონიოში მოსახლეობის ნაწილმა მიწის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

გონიოში მოსახლეობის ნაწილმა მიწის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

Აქციის მონაწილეები ამბობენ ,რომ  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა მიწები კვლავ გაუფორმებელია.

“გასულ კვირაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უნდა შევხვედროდით, რომელსაც ჩვენი საკითხი საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა სამინისტროში მისულებს საერთოდ არავინ შეგვხვდა. ვითხოვთ საკარმიდამო ნაკვეთის დარეგისტრირებას, საჭიროა მხოლოდ ის, რომ სამინისტრომ გააუქმოს მიწებზე ზედდება და დოკუმენტაცია გადაიგზავნოს რეესტრში. მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ, უკვე აღიარა ჩვენი საკუთრება”, – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin