“გზა გადაგვიღობეს” – შსს-მ ნამახვანის გზა აქტივისტებს გადაუკეტა

“თურმე სხვებისთვის შეზღუდვა არ არის და ჩვენთვის არის, თუ გვატყუებენ რამე სერიოზული მიზეზი მაინც მოიფიქრონ” – ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაუკეტეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაივ ჩართვებიდან ჩანდა, რომ საავტომობილო გზაზე სხვა მანქანები ჩვეულებრივ მოძრაობდნენ, აქტივისტების შეკითხვებს კი რატომ ჰქონდათ გადაადგილების უფლება შეზღუდული მხოლოდ მათ, სამართალდამცავები განმარტებებს არ აკეთებდნენ.

დღის პირველ ნახევრში ადგილზე მოსახლეობის და პოლიციელების ნაკლები რაოდენობა იყო, თუმცა ამ დროისთვის როგორც კადრებიდან ჩანს  ადგილზე სხვა აქტივისტებიც შეგროვდნენ, რასაც სამართალდამცავების რაოდენობის მატება მოჰყვა.

დეტალებისთვის ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს რომ გაარკვევენ და ამის შემდეგ დაგვიკავშირდებიან.

19 თებერვალს სოფელ ნამოხვანში კომპანია ENKA-მ ჰესისთვის მიმდინარე სამუშაოები განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტის გააქტიურება მოჰყვა. ადგილობრივები აქციებს ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე 121-ე დღეა მართავენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin