„გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის დახმარებით“ ფარგლებში დღეს მორიგი შეხევდრა გაიმართა

პროექტის „გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის დახმარებით“ (Copernicus assisted environmental monitoring across the Black Sea Basin – PONTOS) ფარგლებში დღეს მორიგი შეხევდრა გაიმართა.

ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გარემოს მონიტორინგი წარმოებდეს ევროკავშირში მიღებული ინსტრუმენტებითა და სტანდარტებით. სწორედ ამას ემსახურება პროექტი, რომლის ამოცანაა გარემოს სხვადასხვა კომპონენტის მონიტორინგი ევროკავშირის დედამიწაზე დაკვირვების პროგრამა – „კოპერნიკუსის“(https://www.copernicus.eu/en) მეშვეობით.

ახლახან საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით მიმართეს ევროკავშირის საბჭოს და შეავსეს თვითშეფასების კითხვარები. ეს შეხვედრაც სწორედ ამ თვალსაზრისით გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება გარემოს ჰარმონიზებული მონიტორინგის საწარმოებლად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. პროექტს საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და საბერძნეთში ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები: სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (სომხეთი), თესალონიკის კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრი ელადა (საბერძნეთი); თრაკიის დემოკრიტუსის უნივერსიტეტი (საბერძნეთი); სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და წიაღის ინსპექცია (სომხეთი); ოდესის ი. ი.მეჩნიკოვის სახელობის უნივერსიტეტი (უკრაინა), მწვანე ალტერნატივა (საქართველო).

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული საზოგადოებისათვის პროექტის კვლევებისა და სხვა საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ანალოგიური პროექტების გამოცდილების გაცნობა.

პროექტის განმახორციელებლებმა, მწვანე ალტერნატივამ და მისმა უცხოელმა პარტნიორებმა წარმოგიდგენეს პროექტის მიმდინარე შედეგები: ონ-ლაინ პლატფორმა PONTOS-ს, რომლის გამოცდა დამსწრე საზოგადოებისთვის შესაძლებელი იყო საკუთარი კომპიუტერის, სმარტფონის ან ტაბლეტის მეშვეობით.

ექსპერტებმა წარმოადგენენ საპილოტე რეგიონებში მიმდინარე კვლევები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ოდესის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს თბილისში ჩამოსვლა და ისინი ზუმ-პლატფორმის მეშვეობით ჩაერთნენ.

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI) საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) 2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის გაერთიანებული საოპერაციო პროგრამის დახმარებით.

“აგროგარემო TV-ის” ესაუბრება ირაკლი მაჭარაშვილი – ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” .

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin