გარემოს ეროვნული სააგენტო: ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს სპეციალისტებმა ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები მაისში აიღეს. სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. სააგენტოს ცნობით, დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატების და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.