გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 16% კარგად 34 % კი ცუდად აფასებს – NDI კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის მიხედვით შეფასებულია 11 სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის მოხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რომელიც რეიტინგში მე-5 ადგილზეა, მის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 16% აფასებს, საშუალოდ 34%, ცუდად 34%, სამინისტროს საქმიანობის შესახებ არ იცის 17%-მა, აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-იმ სამინისტროს საქმიანობა 2018 წლის მარტშიც შეაფასა, მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას კარგად 15% აფასებდა, საშუალოდ 39%, ცუდად 30%, ხოლო საქმიანობის შესახებ არ იცოდა 16%-მა.

აღსანიშნავია, რომ 1% ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც სამინისტროს კარგად აფასებს, 5%-ით შემცირდა საშუალოდ შეფასების მაჩვენებელი, ხოლო ცუდად შეფასების მაჩვენებელმა 2019 წელს 4%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით.

სამინისტროების კვლევაში ბოლო ადგილს, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ინაწილებს, ბოლო ადგილზე ფინანსთა სამინისტრო აღმოჩნდა, ბოლოს წინა ადგილზე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროა.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი +/- 1.99 (ცდომილობის ზღვარი იცვლება სხვდსახვა კითხვისა და პასუხის მიხედვით)

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin