გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ და მინისტრს მიმართავენ

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინოს პარლამენტს, რადგან ის მრავალ ხარვეზს შეიცავს და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს.  კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობენ.   

ორგანიზაციების წერილში აღნიშნულია, რომ თითქმის რვა წელია რაც კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარებს, თუმცა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი ჯერ კიდევ გაუმართავია სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, საერთაშორისო ვალდებულებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული, პრაქტიკულად არ არის მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფს ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების თვალსაზრისით, ამის მთავარი მიზეზი პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადებაა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მინისტრს კანონპროექტის გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელ ქმედებებს სთავაზობენ. სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობაზე პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კანონპროექტის გადამუშავებაში, ამ პროცესს გაუწევენ მონიტორინგს და  მისი დამტკიცებისთვის აქტიურ ადვოკატირებას მოახდენენ.

აგროგარემო ტვ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ჩვენტან საუბრისას აცხადებს, სამინისტრო არასამტავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს არ იზიარებს და თვლის, რომ პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში არ მიმდინაორებს, დეპარტამენტის უფროსს არასამტავრობო სექტორის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზეც ვკიტხეთ, ამირგულაშვილის თქმით პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და დაინტერესებულ მხარეებს განხილვებში ჩართვა თავისუფლად შეეძლოთ.

უფრო ვრცლად ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის კომენტარი იხილეთ ქვემოთ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში შემდეგი მტავარი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული:

  • არ მისცეს მსვლელობა მთავრობაში /პარლამენტში კანონპროექტის არსებულ ვერსიას;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინადადებების გათვალისწინებით გადაამუშაოს კანონპროექტი, ხოლო რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მიზეზი წერილობით დაასაბუთოს;
  • შეიმუშაოს მონაწილეობითი და გამჭვირვალე მექანიზმი კანონპროექტის ტექსტის დასახვეწად (სამუშაო ჯგუფი, საექსპერტო საბჭო ან სხვა);
  • სამართლებრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით გამართული კანონპროექტი განიხილოს სხვა სამთავრობო უწყებებთან და მხოლოდ მთავრობის წევრების შეჯერებული ვერსია წარმოადგინოს საჯარო განხილვებისთვის;
  • საჯარო განხილვებზე შეთანხმებული ვერსია წარადგინოს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin