გარემოსდამცველები: ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო

ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო.

8 ორგანიზაციამ და ხადის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრს შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს. „პროექტი განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას; გამორჩეულ ბრიომრავალფეროვნებას, წითელ ნუსხაში შეტანილი არაერთი სახეობით; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს. ხელმომწერები პრემიერ-მინისტრს და საერთაშორისო ბანკებს სთხოვენ, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობით მოიძებნოს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ხადის ხეობის ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხეობასა და მის მაცხოვრებლებს განადგურების საფრთხეს ააცილებს და სხვადასხვა მიმართულების სათანადო კვლევის შემდეგ განხორციელდება“ – აღნიშნულია წერილში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin