გარდაბანში 2.5 კგ. თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, ორი მოქალაქე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა.

“სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 2,5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავი და შოკური აპარატი ჩამოართვეს და დალუქეს” – წერს უწყება. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არსებული რეგულაციების გამკაცრება იგეგმება, რათა უკანონო თევზჭერა აღიკვეთოს. 

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin