გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“  ცვლილებები შედის. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად კი, მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად, მინიმალური ფართობი 0,5 ჰა იქნება. მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%-იან, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50%-იან დახმარებას. ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი მიიღებს ნერგების ღირებულების 80%-იან, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin