20 ტრაქტორსა და 40 სპეციალურ “პიკაპის” მანქანას დეზინფექციისთვის გამოიყენებენ

დღეიდან ავტობუსის გაჩერებების, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებისა და იმ ადგილების, სადაც მოსახლეობა ძირითადად გადაადგილდება, დეზინფექცია იწყება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი დღიდან არის ჩართული. დღეს კი სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკას იყენებენ საზღვრებზე, სადაც შემოსვლისას ტვირთს ამუშავებენ. “ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ღონისძიებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, აქვთ გამოცდილება და შესაბამისი ეკიპირება სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენების კუთხით” – თქვა მომსახურე პერსონალზე მინისტრმა.

დეზინფექცია ხდება ბოლნისსა და მარნეულში შემსვლელი და გამომსვლელი მანქანებს. ისინი დეზინფიცირდება სპეციალური ხსნარებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს დამატებითი მძიმე ტექნიკა გადაადგილდება მარნეულსა და ბოლნისშიც და ღია სივრცეებს დაამუშავებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, მინისტრის თქმით, თბილისში „პიკაპები” მნიშვნელოვან და კრიტიკულ საჯარო სივრცეებს დაამუშავებენ. ეს სადეზინფექციო ხსნარები სრულიად უვნებელია მოსახლეობისთვის.

დეზინფექცია სამუშაო საათების შემდგომ 00:00 საათიდან დაიწყება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin