ბრიუსელში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორი ქართული პროექტი წარადგინეს

ბრიუსელში, ევროპის განვითარების დღეებზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორი ქართული პროექტი წარადგინეს. პირველი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში და მას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ახორციელებს. მეორე პროექტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში იყო „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. პროექტის მიზანია, დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს, იყვნენ ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin