ბორდოში, საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინის კუთხე მოეწყო

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „ვინექსპო ბორდო-2019“ (VinExpo Bordeaux-2019), ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. საქართველო, ერთიანი სტენდით, ღონისძიებაში  უკვე მესამედ მონაწილეობს. წელს გამოფენაზე ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები პირველად არიან წარდგენილნი. „ვინექსპო ბორდო-2019“-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და 4 საოჯახო მარანი მონაწილეობს.