ბოლნისის აგროცენტრი და ძმების მარანი

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტებების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოვებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აგროცენტრი 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიცაიტივის ფარგლებში ჩამოყალიბდა.

ბოლნისის აგროცენტრის სერვისებით, სხვა მეღვინეების მსგავსად, სარგებლობს „ძმების მარანიც“, გურამ ავქოფაშივილი ერთ-ერთი დამფუძვნებელი გახლავთ. ის და მისი ძმა გიორგი, ოჯახის მეოთხე თაობაა, რომლებიც ბოლნისის მიკროზონაში მევენახეობა-მეღვინეობას ეწევიან. მათი ახალი ჩინურის ვენახი სოფელ რატევანშია, ქ. ბოლნისიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს.

გადაცემა სრულად – https://bit.ly/3f0ZNqN.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin