“ბიოდიზელი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ენერგონედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია ენერგო ნედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც პატარაია აცხადებს, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ნედლეული, როგორიც გამოყენებული მცენარეული ზეთია, ექსპორტზე არ უნდა გადიოდეს და ის ადგილობრივი წარმოებისთვის, ბიოდიზელის მისაღებად უნდა გამოიყენებოდეს. „ბიოდიზელ ჯორჯია“ ამიერკავკასიაში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავს, ბიოდიზელს აწარმოებს. მურმან პატარაია სოციალური ქსელით პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, სამუშაო ადგილები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესებმა უნდა შექმნას. პატარაიასთვის კი ეს მოწოდება გაუგებარია, რადგან რეგულაციების გარეშე ყოველთვის იქნება არაჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ადგილობრივ, მაღალი პასუხიმგებლობის მქონე ბიზნესს არათანაბარ პირობებში აღმოაჩენს.