ბზის უკანონო ჭრა და ტრანსპორტირება ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

“მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა ოთხი ტომარა ბზის ტოტის ტრანსპორტირებას, რომელიც მან ყვარლის სატყეო უბანში უკანონოდ მოიპოვა.” – ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin