ბარაკი – დაკარგული ცხვარი 35 კილოგრამი მატყლით

ბარაკი – ასე დაარქვეს მაშველებმა ავსტრალიის ტყეში ნაპოვნ ველურ ცხვარს, რომელსაც თან 35 კილოგრამიანი მატყლის ქურქი ეცვა.  

მაშველების აზრით, ცხვარს ერთ დროს პატრონიც ჰყავდა, რადგან ყურზე შესაბამისი ნიშანი ჰქონდა, რომელიც სქელი მატყლის გამო დროთა განმავლობაში მოძვრა. ცხვრის გაპარსვის შემდეგ მისი მატყლი 35,4 კილოგრამს იწონიდა. 

”ცხვარს ყოველწლიურად სჭირდება გაკრეჭვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მატყლი ზრდას განაგრძობს” – თქვა ერთ-ერთმა მაშველმა. 

მაშველების თქმით, მატყლის დიდი წონის გამო ცხვარი დასუსტებული იყო, კლდეებზე სიარულისგან დაზიანებული ჰქონდა ჩლიქებიც, ამასთან სქელი მატყლი ხელს მხედველობაშიც უშლიდა.

ბარაკი ახლა Edgar’s Mission-ში სხვა გადარჩენილ ცხვართან ერთად დასახლდა. მაშველები ამბობენ, რომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ რა წარმოუდგენლად გამძლე და მამაცი ცხოველები არიან ცხვრები. 

გაკრეჭვის შემდეგ ბარაკი ასე გამოიყურება:

Sheep Baarack is pictured after his thick wool was shorn in Lancefield, Victoria, Australia February 5, 2021. Edgar’s Mission Inc/Handout via REUTERS
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin