ბათუმის ქუჩების დეზინფექცია იწყება

26 მარტს, 23:00 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იგეგმება სპეციალური ხსნარით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას თხოვს, ხვალ 23:00 საათიდან აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin