ბათუმის ნავთობტერმინალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე საწვავით დატვირთულ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. 112-ში შესული ინფორმაციით, ადგილზე აფეთქება მოხდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე განცხადებაში საუბარი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

წყარო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin