ახმეტაში 29 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ტყის ინვენტარიზაცია

ლაგოდეხის შემდეგ,  ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება,  რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება.  ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციისთვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, მეტყევე-ტაქსატორების  გადამზადების სპეციალური,  სამ თვიანი  თეორიული და პრაქტიკული კურსი მოამზადეს და 15 ახალგაზრდა მეტყევე გადაამზადეს. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)  უწევს. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს.