ახალი პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრებ 50 ქალს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაამზადებს. მათგან 25 ბენეფიციარი კი, ბიზნესის გასაფართოვებლად, გრანტსაც მიიღებს. კონკურსში ჩართვისთვის ბენეფიციარი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ბიზნესის დამფუძნებელი (გადაწყვეტილებების მიმღები) უნდა იყოს ქალი; ბიზნესი უნდა იყოს მოქმედი და რეგისტრირებული საგადასახადო რეესტრში. პროექტის სამიზნე რეგიონებია:  შიდა ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარა.პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესს, რომელიც ტერიტორიულად ახლოსაა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.