ახალი ეკოტურისტული ატრაქცია ალგეთის ეროვნულ პარკში

ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი“ მოეწყობა. ესაა ეკო-საგანმანათლებლო ობიექტი და შემეცნებით-გასართობ ადგილი, რომელიც სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე იქნება გათვლილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის, ჯამში 250 000 ლარი დაიხარჯება.