აშშ-ში რძის უმსხვილესმა მწარმოებელმა მცენარეულ რძეს კონკურენცია ვერ გაუწია და კოტრდება

აშშ-ში რძის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, 94-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Dean Foods კოტრდება. ამერიკული ბაზრის მთავარი მომმარაგებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ შესაბამის სამსახურს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი მცენარეული რძის წარმოების მატებაა, რის გამოც ნატურალური რძის მწარმოებლები კონკურენციას ვერ უწევენ სხვა კომპანიებს. 
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გაგვეხადა ჩვენი ბიზნესი უფრო ეფექტური, ეს ვერ შევძელით“ – აცხადებს კომპანიის დირექტორი ერიკ ბერინგასი. 
ეს კომპანია 50-ზე მეტი დასახელების რძის პროდუქციას აწარმოებს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin