აღმოჩენილია ტრიუფელის ორი ახალი სახეობა

ფლორიდის უნივერსიტეტის ბოლო დროინდელ კვლევებში აღწერილია, მეცნიერების მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში  აღმოჩენილი ტრიუფელის ორი ახალი სახეობა. ორივე ახალი ტრიუფელი ბურთის ზომისაა.  

„Tuber eburneum“ – აღმოაჩინეს აიოვაში. მას აქვს მოთეთრო გარეგნობა, ოდნავ წააგავს გამომცხვარ კარტოფილს და დაკავშირებულია „Périgord“  შავი ტრიუფელის სახეობასთან, რომელიც ხშირად გამოიყენება მაღალხარისხოვან სამზარეულოში.

„Tuber mujicii” –  ტრუფელის მეორე ახალი სახეობა აღმოაჩინეს გეინსვილთან, ფლორიდაში, „UF/IFAS Ordway Swisher“-ის ბიოლოგიურ სადგურზე. „Tuber mujicii“ გარედან ღია ზეთისხილისფერია და გამოსცემს მიწიერ არომატს.

ყველა ახლად აღმოჩენილი ტრიუფელი საკვებად ვარგისია, მაგრამ ისინი ამ ეტაპზე არავის დაუგემოვნებია, რადგან რთული მოსაპოვებელია. ახალ აღმოჩენებს ძირითადად კვლევისთვის იყენებენ.

ტრიუფელის ახალი სახეოიბის აღმოჩენა პროცესია – ის მოითხოვს ყველა ძველ ცნობილ სახეობასთან დნმ-ის თანმიმდევრობას და მისი გენეტიკა და ანატომიის შედარებას. მაგრამ მეცნიერების თქმით ეს პროცესი ამად ღირს, რადგან ახალი ტრიუფელის სახეობების პოვნას და აღწერას შეუძლია გაგაცნოს იმ ტერიტორიის ეკოლოგია, სადაც ისაა აღმოჩენილი.

ტრიუფელი მიწისქვეშა სოკოა. ისინი ქმნიან სიმბიოზურ ურთიერთობას ხის ფესვებთან და ეხმარებიან ხეებს საკვები ნივთიერებების შეწოვაში.ტრიუფელის კიდევ ბევრი სახეობაა, რომელიც ელოდება აღმოჩენას.

ფლორიდაში აღმოჩენილი ტრიუფელის დნმ ემთხვევა ჯორჯიასა და კაროლინას ხეების ფესვებიდან აღებულ დნმ-ს, რაც ადასტურებს, რომ ეს სახეობა სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა სხვაგანაც არის ნაპოვნი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin