ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალი ფართოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტო რეგიონებში, – ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს  აფართოებს. სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სინჯები უკვე აიღეს. აღებული სინჯები ანალიზისთვის სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin