ატმის სეზონისთვის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება

ატმის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გაიხსნება შტაბი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური უხელმძღვანელებს. „უკვე რამდენიმე წელია გროვდება გამოცდილება, როგორც ახალი სავაჭრო არხების მოძიების თვალსაზრისით, ისე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და ვფიქრობ, სეზონი წარმატებული იქნება“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin