ატმის მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა აპრილის თვეში

ატამი (ლათ. Prunus persica) — ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. ატმის კულტურას ყველაზე ხშირად შემდეგი მავნებლები აზიანებს: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ბუგრები, ტკიპები, ატმის დიდი ბუგრი, ატმის ჩრჩილი, ვაშლის ფოთოლხვევია, კალიფორნიის ფარიანა და სხვა.

აპრილის დასაწყისი – ვარდისფერი კონუსის ფაზა (ყვავილობის დასაწყისი)

შესხურება ნაცრისა და კლასტეროსპოროზის წინააღმდეგ: ტასპა (დიფენოკონაზოლი + პროპიკონაზოლი) – 0,2 – 0,25 კგ/ჰა, ან კობუზი (პენკონაზოლი) – 0,5 – 1,0 კგ/ჰა + შესხურება ფოთლის სიხუჭუჭის, მონილიოზური სიდამწვრის წინააღმდეგ: ლუნა სენსეიშენ (ფლუოპირამი + ტრიფლოქსისტრობინი) – 0,25 – 0,3 კგ/ჰა, ან მანკოზატი (მანკოცები) – 2,0 – 3,0 კგ/ჰა + შესხურება მავნებლების (კოქციდები, ბუგრები) წინააღმდეგ: ბი-58 ახალი (დიმეთოატი) – 1,1 – 1,9 ლ/ჰა, ან ბიიტალი (დიმეთოატი) – 2,1 ლ/ჰა, ან ნურელ დ (ქლორპირიფოსი + ციპერმეტრინი) – 1,5 ლ/ჰა. + მიმწებებელი ტრენდ 90 (იზოდეცილის სპირტის ეტოქსილატი) – 0,4 ლ/ჰა, ან სილვეტ გოლდი (ტრისილოქსან ალკოქსილატი) – 0,4 ლ/ჰა.

შენიშვნა: რეკომენდაციაში მოცემული პესტიციდები რეგისტრირებულია საქართველოში. შესაძლებელია მისი კორექტირება, ასევე პრეპარატების ჩანაცვლება სპეციალისტებთან შეთანხმებით კლიმატური პირობების, ზონალობის, პესტიციდების ასორტიმენტისა და გამოყენების რეგლამენტების გათვალისწინებით.

სამუშაო ხსნარის მომზადება: ჩატარებული წამლობის ეფექტურობისათვის საჭიროა სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა: სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია არის პრეპარატის ხარჯვის ნორმა (1 ჰა-ზე) გამრავლებული 100-ზე და გაყოფილი სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმაზე (1 ჰა-ზე).

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin