ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება კახეთში

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსავლის აღების მიმდინარე პროცესის ადგილზე გასაცნობად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. „ფერმერებს მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობამ 79.6 ტონა შეადგინა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin