“არა ნამახვანი ჰესს და ონის კასკადს”- აქცია მთავრობის კანცელარიასთან

“არა დამანგრეველ ჰესებს”, “გაუფრთხილდით ბუნებას”, “ეკოლოგია უალტერნატივოა”, “მწვანე ავტობუსი არ ნიშნავს მწვანე პოლიტიკას”, “არა ნამახვან ჰესს და ონის კასკადს”, “წაგვლეკეს ხარბმა ინვესტორებმა” – ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

“მოვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის და დაინიშნოს საკითხის საჯარო განხილვა” – ამბობენ “მწვანეები” (მოძრაობა სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის). 

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას. ასევე, მათივე თქმით, უნდა მომზადდეს ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა და ამ სექტორის გამოწვევები საჯარო განხილვის საგანი გახდეს. 

რას ფიქრობენ ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე უფლებამოსილ უწყებებში? – წინა აქციის მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ჰესის მშენებლობისას დაცული იყო ყველა სტანდარტი.

უფრო ვრცლად ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე ნახეთ სიუჟეტი. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin