აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოვლინდა

2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, 39 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 31 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში – 24, აჭარაში – 17, შიდა ქართლში – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 10, ქვემო ქართლში – 8, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის აპრილში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ცნობისთვის, ხე-ტყის (მორის) მოძრაობა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება. ამას ითვალისწინებს პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია „Timbeter”, კომპანიასთან „Green Advisor” ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში.

2023 წლიდან მოსახლეობას შეშის ყიდვა “საქმიან ეზოებში” მოუწევს. ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართულია.

საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრა სატელიტის, ან დრონებითაც გაკონტროლდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობენ და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორდონიანი კონტროლი წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ტყის არამერქნული რესურსის რეალიზაცია ნებადართული გახდა.

სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა. მთავრობის განმარტებით, ახალი სატყეო პოლიტიკა ტყის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა. 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება. ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში.

ტყის მართვის სააგენტოს მართვის ქვეშ ქვეყნის ტყის ფონდის დაახლოებით 2 მლნ ჰექატრია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სააგენტო რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. (აჭარის გარდა) ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.

ეგახსენებთ, ტყეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური დანიშნულება აქვს.

ეკოლოგიური: 1.ტყეების აღდგენა. 2. ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. 3.ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება

ეკონომიკური: 1.ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2.მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა – რეკრიაცია, ტურიზმი, არამერქნული რესურსები. ხე-ტყის დამზადების სამუშაოები განხორციელდება სააგენტოს მიერ ან მისი ზედამხედველობით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობა (იჯარა), ბიომასის (ბრიკეტი) წარმოების ხელწეყობა, რისთვისაც გამოიყენება ტყეში შეშად გამოუსადეგარი ნარჩენი (წვრილი, ტოტი, ნაფოტი), რაც ხელს შეწუყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას.

სოციალური: 1.სატყეო განათლების ხელშეწყობა. 2.რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა. 3.სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმები (საქმიანი ეზო ყველა მუნიციპალიტეტში) განახლებული პროფსიული სწავლება და უმაღლესი სწავლების სტანდარტები, სტაჟირებისა და პრაქტიკის სისტემა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე დასაქმებულია 100 % ადგილობრივი მოსახლეობა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin