ანჯელის მასივებში საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტო აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ატარებს. საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მისი განადგურება. წამლობას, საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, თვალს ადევნებენ მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც აცხადებენ, რომ წამლობა მათთან თანამშრომლობით დაიგეგმა და მცენარეების ყვავილობის ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო.