ამიერიდან მოქალაქეებს იჯარით აღებული “სათიბი” კატეგორიის მიწების გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ

ამიერიდან მოქალაქეებს იჯარით აღებული “სათიბი” კატეგორიის მიწების გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ – გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით აღნიშნული უფლება აქამდე მხოლოდ სახნავ მიწებზე ვრცელდებოდა, ამიერიდან კი გამოსყიდვის უფლება სათიბ კატეგორიაზეც გავრცელდება. მისივე თქმით, შესყიდვის დროს უქმდება იჯარით აღებული მიწების მოცულობის ზედა ზღვარიც.

“თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin