ამერიკელ ფერმერს, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, მეზობლებმა მოსავალი დაუბინავეს

ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრებ ფერმერს ლეინ ანჰემს მოსავლის აღების დროს კომბაინი დაეწვა, რის გამოც გულის შეტევა გადაიტანა. სანამ იგი საავადმყოფოში იყო, 40-50 ფერმერი გაერთიანდა, რათა მეზობლის საქმე დაემთავრებინა. შვიდ საათში მათ 404 ჰექტარზე მოყვანილი მარცვლეულის დაბინავება შეძლეს.

„სიამაყის უდიდესი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე მარტო არ ხარ“ – ამბობს ფერმერის მეზობელი დონ ანდერსონი.  

ფერმერის დასახმარებლად გაერთიანებულმა ჯგუფმა 11 კომბაინი, 15 ტრაქტორი და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოიყენა. ძირითადად, ანჰემს ნაკვეთზე ხორბალი და რაფსი მოჰყავს. მეზობლებმა იცოდნენ, რომ თუ ოჯახი ამ მოსავალს ვერ აიღებდა, ეს მძიმედ დააწვებოდა მათ ფინანსურ მდგომარეობას.

წყარო: people.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin