ამერიკელმა ქალმა ქათმის გადასარჩენად $10 000 დახარჯა 

ამერიკაში, კოლორადოს შტატში ქალმა ქათმის გადასარჩენად $10 000 დახარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას people აქვეყნებს. 

ქათმის პატრონი სელეტა ნოტნაგელი(Seleta Nothnagel) ამბობს, რომ ზოგიერთი ურჩევდა ქათამი დაეკლა და სხვა ეყიდა, იმის მაგივრად, რომ ქათმისთვის გადასარჩენი საჭირო პროცედურების თანხა გადაეხადა.

37 წლის ნოტნაგელმა ქათამი მაღაზიაში 12 დოლარად იყიდა, მაგრამ მას ისე არ ექცევა, როგორც უბრალო მეურნეობის ჩიტს. ქათამი სახლში ცხოვრობს, აქვს თავისი დასაძინებელი ადგილი, უყვარს ყველი, მარწყვი, საზამთრო და კრეკერები.

მარტში ქათამი ცუდად გახდა, როგორც მისი პატრონი ამბობს “თავის თავს აღარ ჰგავდა და ჩახუტება არ სურდა. სუნთქვის პრობლემები ჰქონდა”. საბოლოოდ, ქათამს გულსა და სისხლძარღვებზე აღმოაჩნდა პრობლემა. 

ამ დეფექტის გამოსწორება ჩვეულებრივი პროცედურაა ძაღლებისა და კატებისთვის, მაგრამ ფრინველისთვის ის აქამდე არ ჩაუტარებიათ. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი დოლარი შეადგინა.

“ის ჩემი მონათესავე სულია. ეს დიდი თანხაა, მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით” – ამბობს ნოტნაგელი​​.

ახლა ქათამი თავს კარგად გრძნობს, სახლში უკვე დაბრუნდა და თავის საყვარელ საქმიანობას, ნოტნაგელთან ერთად დოკუმენტური ფილმების ყურებას, განაგრძობს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin