ავსტრალიაში ხანძრების შედეგად თითქმის 3 მილიარდი ცხოველი მოკვდა ან გადაადგილდა

ავსტრალიაში 2019-20 წლის ხანძრების შედეგად  თითქმის 3 მილიარდი ცხოველი მოკვდა ან გადაადგილდა – ნათქვამია ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც CNN ავრცელებს. 15 000-ზე მეტი ხანძრით, ავსტრალიაში ყველაზე ცუდი სეზონი იყო, მეცნიერები ვერ იხსენებენ მსგავს მოვლენას, რომელმაც ამდენი ცხოველი დახოცა და დააზიანა. „თანამედროვე ისტორიაში ველური ბუნების ყველაზე საშინელი კატასტროფა ვუწოდოთ“ – აღნიშნა ავსტრალიის ბუნების მსოფლიო ფონდის დირექტორმა. კვლევის საბოლოო, დეტალური შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი. 

წყარო: CNN.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin