აგრო სიახლეები – 23 (მერვე სეზონი)

თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიამ 20-ზე მეტ სოფელი დააზარალა. დასეტყვილია 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები.

დაახლოებით 2 თვეში საქართველოში რთველი დაიწყება ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირებას პირველად 2017 წლის შემდეგ წელს დაუბრუნდება, ამას კი კორონა ვირუსის პანდემიით და ღვინის საექსპორტო თუ ადგილობრივი მოხმარების შემცირებით ხსნის, მთავრობის გადაწყვეტილებით სუბსიდია შეეხება მხოლოდ ორი ჯიშის ყურძენს და ისიც იმ შემთვევაში თუ ღვინის ჩამბარებელი პუნქტი 1000 ტონაზე მეტ ყურძენს მიიღებს, სწორე ეს დათქმა გახდება პრობლემატური მცირე მარნების მფლობელებისთვის და მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

სანამ რთველი დაიწყება საზამთროსა დ ნესვის მოსავალს უნდა მივხედოთ, კახელი ფერმერები მოსავალს აქტიურად იღებენ თუმცა სარეალიზაციო ფასით უკმაყოფილონი არიან, ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ექსპორტიც შემცირებულია და შესაბამისად ფასიც დაბალ ნიშნულზეა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin