აგროკომუნიკაციისა და აგროექსტენციის პრობლემები საქართველოს რეგიონებში

აგროგილდია, მისი მიზნები, გამოწვევები და აგროჟურნალისტიკის როლი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში, – ეს ის თემებია, რომელიც აგროგილდიისა და დონორი ორგანიზაციების, ასევე, რეგიონული და თემატური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს რეგიონებში აგროექსტენციის პრობლემებზეც ისაუბრეს. სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია წარმოადგენს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის. აგროგილდიის მიზანი სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცოდნის, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის დარგში ჩართული ადამიანებისთვის გაზიარებაა.