აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს შიდა ქართლში სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანების შესახებ 700-ზე მეტი შეტყობინებაა მიღებული. დაზარალებულთაგან ერთ-ერთია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრი, ალექსანდრე ვალიშვილი, რომელსაც სეტყვის შედეგად სამი ნაკვეთი დაუზიანდა და გაუნადგურდა მოსავლის 98%, 100% და 95%. დამზღვევი კომპანია  ბენეფიციარს 13 609  ლარს აუნაზღაურებს. 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ კი 4,884,023 ლარი შეადგინა.