აგროდაზღვევის პროგრამის შედეგები

როგორ მიმდენარეობს აგროდაზღვევის პროგრამა, იზრდება თუ არა დაზღვეული მოსავლის და ჰექტრების რაოდენობა წლიდან წლამდე. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, გარემოსდაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამა, სახელმწიფოს თამონაწილეობით 2014 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო და მეექვსე წელია რაც გრძელდება.


*2019 წლის მონაცემები დაანგარიშებულია 31 ივლისის ჩათვლით და წლის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს

2018 წელს გამოწვეული  შემცირება, როგორც სამინისტროში განმარტავენ, გამოწვეული იყო მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობის მოთხოვნით, რაც მანამდე არ იყო სავალდებულო. 2019 წლის მონაცემები, არაა სრული და როგორც სამინისტროში ვარაუდობენ იგი წლის ბოლომდე გაიზრდება.


*2019 წლის მონაცემები დაანგარიშებულია 31 ივლისის ჩათვლით და წლის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს.

2014 წელს 18 000-ზე მეტი ჰექტარი დააზღვიეს, თუმცა 2015 წელს დაზღვეული ჰექტრების ფართობი 4 944-მდე შემცირდა. 2016 და 2017 წლებში დაზღვეული ჰექტრების ციფრი მზარდია, სწორედ 2017 წელს დააზღვიეს ყველაზე მეტი 20 718 ჰექტარი. 2018 წელს ფიქსირდება კლება რაც, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობის მოთხოვნის შედეგია. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით მონაცემები გაზრდილია, თუმცა საბოლოო სურათი წლის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება კულტურებს ჰექტრების რაოდენობის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტები დააზღვიეს.


*2019 წლის მონაცემები დაანგარიშებულია 31 ივლისის ჩათვლით და წლის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი