აგროდაზღვევის პროგრამით ვაზის დაზღვევისას სახელმწიფოს თანამონაწილეობა 50% იქნება

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ყველა კულტურაზე სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ს; ვაზზე კი 50%-ს შეადგენს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,343,213 მლნ ლარი შეადგინა.