აგროგილდიის განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის FB პოსტთან დაკავშირებით

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 27 მაისს, საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით, გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საქართველოს მერძევეობის ასოციაციის დამფუძნებელ წევრს, ფერმერს – ნიკოლოზ ბენიაიძეს პოლიტიკურ გარიგებებში, ამომრჩევლის მოსყიდვასა და რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში დასდო ბრალი.

აგროგილდიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი სიმძიმის ბრალდებები პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან ისმოდეს არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე. დაუშვებელია ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა.

გილდია მოუწოდებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, დაიცვას პოლიტიკური ეთიკის ნორმები და გაითვალისწინოს არა მხოლოდ კონკრეტული პირისთვის, არამედ დარგისადმი მიყენებული შესაძლო ზიანი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin