აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა – საქსტატის წინასწარი შეფასება

2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ამასთან, 2020 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარი შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე თვეა კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში ვლინდება. 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.

“განსაკუთრებით, აღსანიშნავია, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებში ბრუნვის მოცულობის შემცირება. – აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

2020 წ. იანვარი-აგვისტოში ექსპორტმა 14.7%-ით, ხოლო იმპორტმა -17.5%-ით იკლო.  

წყარო: geostat.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin